მოციგურავეების წარმატება - ხუთი ქართველი ჩემპიონი
Aa
Aa

მოციგურავეების წარმატება - ხუთი ქართველი ჩემპიონი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების წევრებმა, რომელთათვისაც ეს საზღვარგარეთ მიღებული პირველი გამოცდილება გახლდათ, 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჟიურისგან უმაღლესი შეფასება ბარბარე ცუცქირიძემ, ქეთევან ღუდუშაურმა, ნია თოლომაშვილმა, ელენე ჭითანავამ და ქეთევან მახარაძემ მიიღეს. სოფია მიხაილოვა, ელენე ხუციშვილი და ელენე კაშია ვერცხლის მედალს დასჯერდნენ, ხოლო ლივი რუხაძე, ალისა სტაცენკო, ნია ქველიაშვილი და სოფია სვარიძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა მოციგურავე, რომელიც სომხეთის დედაქალაქში გამოვიდა, „აის აკადემიის“ კლუბის წევრები იყვნენ, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრების ახლანდელი მოციგურავეებიდან რამდენიმე არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჭიდავეების წარმატება - 12 მედალი პრესტიჟულ ტურნირზე
მოჭიდავეების წარმატება - 12 მედალი პრესტიჟულ ტურნირზე