ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ერთი ნაბიჯი ლიცენზიამდე - გუბანოვა მეორე ადგილზეა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის პირველ დღეს ანასტასია გუბანოვამ უმაღლეს დონეზე იასპარეზა. მან თავისი ახალი მოკლე პროგრამა წარმოადგინა და ჟიურისგან 68.08 ქულა დაიმსახურა, რაც მონაწილეთა შორის მეორე მაჩვენებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება სპორტულ ცეკვებს, საქართველოს წარმომადგენელი მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კრასინსკის დუეტი თავისუფალი პროგრამის წინ მეცამეტე ადგილზეა.

პეკინში მიმდინარე შეჯიბრებაში 5-5 ერთეულთა კატეგორიაში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში კი შესაბამისად, 3 და 4 ლიცენზია გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგებით უკვე განაღდებული აქვს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის საგზურები სპორტულ წყვილებში მამაკაცთა და სპორტული ცეკვების კატეგორიებში.

როგორც უკვე მოგახსენეთ, სალიცენზიო შეჯიბრება ხვალ თავისუფალი პროგრამით დასრულდება და თუ დღევანდელის მსგავსად იასპარეზა, ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადის საგზურს გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ექვსი ოლიმპიური ლიცენზია - მოციგურავეების ბოსტონური წარმატება
ექვსი ოლიმპიური ლიცენზია - მოციგურავეების ბოსტონური წარმატება