ვერცხლის მედალი და საგზური ფინალურ ეტაპზე - მეტელკინა-ბერულავას დუეტის წარმატება
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ფიგურული ციგურაობის გრან პრის სერიის მეხუთე ეტაპი საქართველოს წარმომადგენლებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მედლების კომპლექტი სპორტულ წყვილებში გათამაშდა, სადაც ორი პროგრამის ჯამში დაგროვებული 195,73 ქულით ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ანასტასია და ლუკა ამ ტურნირის მეორე ეტაპის ჩემპიონები არიან, რომელსაც ოქტომბრის თვეში ჩინეთმა უმასპინძლა და ორი ეტაპის ჯამური 28 ქულით ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე დუეტმა საგზური მოიპოვა გრან პრის სერიის ფინალურ ეტაპზე, სადაც ისინი პლანეტის კიდევ ხუთ საუკეთესო წყვილთან ერთად გამოვლენ.
ცნობისათვის, გრან პრის ფინალური ეტაპი 5-7 დეკემბერს გაიმართება, რომელსაც იაპონიის ქალაქი ნაგოია უმასპინძლებს.