ტრიუმფი ჩინეთის გრან-პრიზე | მეტელკინა-ბერულავას მორიგი გამარჯვება
ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ჩემპიონობა იზეიმეს.
მოკლე პროგრამაში ქართველმა წყვილმა 77.77 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი ასევე არავის დაუთმეს პირველობა და საერთო ჯამში 217.24 დაგროვებული ქულით გრან-პრის გამარჯვებულები გახდნენ.
მოკლე პროგრამა
თავისუფალი პროგრამა
მეორე ადგილზე იტალიელები სარა კონტი და ნიკოლო მაჩიი (209.88 ქულა), მესამეზე კი ჩინელები ვენძინ სუი და ჩონ ჰანი (202.92 ქულა) გავიდნენ.