ორი ჩემპიონი ერთ დღეში - ეგაძის და სმოლკინი-დევისის ოქროები
თბილისის ყინულის სასახლეში მიმდინარე „თრიალეთის თასის“ სახელწოდებით ფიგურული ციგურაობის ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტულ ცეკვებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ავიდა, ხოლო მოგვიანებით ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში ჩემპიონი ნიკოლოზ ეგაძე გახდა.
სმოლკინი-დევისის დუეტმა რითმულ ცეკვებში 80,35 ქულა დაიმსახურა, რასაც თავისუფალ ცეკვაში (123,04 ქულა) უმაღლეს დონეზე გამოსვლა და ორი პროგრამის ჯამში 203,39 ქულის დაგროვება მოჰყვა, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. საოცრად კარგი შთაბეჭდილება დატოვა ეგაძემ - მან მოკლე პროგრამაში ჟიურის მხრიდან 89,60-ქულიანი შეფასება, ხოლო თავისუფალ და ორი პროგრამის ჯამში შესაბამისად, 171,42 და 261,02 შეფასება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქი ფიგურული ციგურაობის მსგავსი დონის საერთაშორისო ტურნირს პირველად მასპინძლობს, სადაც 30 ქვეყნის 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.