ოქრო და ვერცხლი - ქართველი მოციგურავეების წარმატება
ყაზახეთის ქალაქ ალმატიში გამართული ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. „დენის ტენის მემორიალზე“ დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი შეჯიბრების გამარჯვებული გახდა, ხოლო ნიკოლოზ ეგაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დევისი-სმოლკინის დუეტმა რითმულ ცეკვებში 77,94 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში კი 115,20, რის შედეგადაც ორი პროგრამის ჯამში თავი 193,14 ქულას მოუყარეს და საუკეთესო შედეგი აჩვენეს. რაც შეეხება ეგაძეს, თავისუფალ პროგრამაში 179,32 მეასედის დაფიქსირებით კარიერის საუკეთესო რეზულტატი დადო, ორი პროგრამის ჯამში ჟიურისგან 266,9 ქულა დაიმსახურა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 9-11 ოქტომბერს, თბილისში ფიგურულ ციგურაობაში „თრიალეთის თასის“ სახელწოდების მქონე საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართება, სადაც მსოფლიოს 30 ქვეყნის 110 წარმომადგენელი იასპარეზებს.