ლაშა გაგნიძე
Aa
Aa

მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - ლაშა გაგნიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველი მოკრივე ლაშა გაგნიძე ევროპის 22-წლამდე ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართული ტურნირის ფინალში ის ესპანელ ოიერ კონდე იბარეჩესთან დამარცხდა.

მსაჯებმა, სამი რაუნდიდან პირველ ორ რაუნდში გამარჯვება ესპანელ მოკრივეს მისვეს, მესამე რაუნდი კი გაგნიძის სასიკეთოდ შეფასდა, თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, იბარეჩემ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.

ფინალამდე კი გაგნიძემ, რომელიც 63.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, რუს, ირლანდიელ, სერბ და ბელარუს მეტოქეს აჯობა. ჯამში კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა საქართველოს 22-წლამდე ნაკრებმა 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საპრიზო მესამე ადგილზე 48 და 86 კილოგრამ წონით კატეგორიებში რაჰიბა ისმაილოვა და გიორგი გუცაევი გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები