ნიკოლა იოკიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი
Aa
Aa

დომინანტი ოკლაჰომა | თანდერმა მეშვიდე შეხვედრაში დენვერი გაანადგურა

„ოკლაჰომა სითი თანდერი“ დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის ფინალში გავიდა. მეორე რაუნდში, „თანდერის“ მეტოქე „დენვერ ნაგეთსი“ იყო და გამარჯვებულის გამოსავლენად მეშვიდე შეხვედრის გამართვა გახდა საჭირო, რომელსაც „ოქეისი“ მასპინძლის სტატუსით შეხვდა.

„დენვერმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველ მეოთხედში 21:10-საც იგებდა, თუმცა, „ოკლაჰომას“ ბრწყინვალე დაცვამ და შეტევამ „ნაგეთსს“ შანსი არ დაუტოვა. „თანდერმა“ მეორე მეოთხედი 39:20 მოიგო, მესამე - 37:26 და საბოლოოდ, „დენვერი“ 125:93 გაანადგურა.

„ოკლაჰომას“ რიგებში საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო - 35 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი. ჯეილენ უილიამსმა 24 ქულა დააგროვა, ჩეტ ჰოლმგრენმა - 13 ქულა, 11 მოხსნა. „დენვერის“ რიგებში 20 ქულით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა. კრისტიან ბრაუნს 19 ქულა ჰქონდა, ჯამალ მიურეის - 13.

ცნობისთვის, დასავლეთ კონფერენციის ფინალში, „ოკლაჰომას“ მეტოქე „მინესოტა ტიმბერვულვზი“ გახლავთ. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 21 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე - ვალენსიას ფანებმა ქართველი ტაშით გააცილეს
მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე - ვალენსიას ფანებმა ქართველი ტაშით გააცილეს