ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყოფილ თანაგუნდელებთან მუდმივ კონტაქტზეა“ | კვარაცხელია ნაპოლის გულშემატკივრობს

ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსებს ვრცელი სტატია მიეძღვნა. მისი ავტორი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და ხვიჩა კვარაცხელიას დამოკიდებულებაზე წერს.

„ქართველი გარემარბი ნეაპოლურ საფეხბურთო სამყაროსთან ძალიანაა დაკავშირებული და სკუდეტოსთვის ბრძოლას თვალს დიდი ინტერესით ადევნებს. კვარაცხელია და ფაბიან რუისი პარტენოპეის გულშემატკივრობენ და ყოფილ თანაგუნდელებთან მუდმივ კონტაქტზე არიან, რათა მათ საოცნებო სვლას მხარი დაუჭირონ“, - წერს Il Mattino.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილს ლიდერობს და „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს. ანტონიო კონტეს გუნდს 79 ქულა აქვს, „ნერაძურის“ – 78. ბოლო ტურში, „პარტენოპეი“ საკუთარ მოედანზე „კალიარის“ დაუპირისპირდება, „ინტერი“ კი სტუმრად „კომოს“ შეხვდება.

კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ რაც შეეხება, ფრანგული გრანდი მომდევნო შეხვედრას 24 მაისს გამართავს და საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა