გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოლდენ სტეიტის სამიზნეები | უორიორსს გოგა ბითაძე ურჩიეს

Clutchpoints-მა „გოლდენ სტეიტ უორიორსზე“ დაწერა და დაასახელა სამი კალათბურთელი, რომელთა გაფორმებაც, „მეომრებს“ გააძლიერებს. ცნობილი პორტალის სიაში გოგა ბითაძეც მოხვდა და Clutchpoints-ი შესაძლო ტრეიდს განიხილავს.

„მოუზეს მუდი გოლდენ სტეიტის ხელმძღვანელების ფავორიტი კალათბურთელია და ალბათ, არსად წავა, მაგრამ ბოლო პლეიოფი ჩააგდო და შესაძლოა, უორიორსმა მისი გაცვლა გადაწყვიტოს.

ორლანდო მეჯიქი არის გუნდი, რომელსაც სამქულიანის საიმედო მსროლელი არ ჰყავს და ამის გამო, მეტოქის დაცვის გაწელვა არ შეუძლია. გამომდინარე აქედან, შესაძლოა, მეჯიქი გოგა ბითაძისა და ტრისტან და სილვას გაცვლას დათანხმდეს, სანაცვლოდ კი მუდი მიიღოს“, - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ რეგულარულ სეზონში 70 შეხვედრა ჩაატარა და გოგას სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1.4 დაფარება, 0.7 ჩაჭრა. „ორლანდოს“ მთავარი მწვრთნელი, ჯამალ მოზლი ქართველ კალათბურთელს პლეიოფში არ ენდობოდა და „ბოსტონთან“ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ მიუცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა