დი მარია ბენფიკას ტოვებს
ანხელ დი მარია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ბენფიკას“ დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.
ცნობისთვის, „ბენფიკა“ არგენტინელი ფეხბურთელისთვის პირველი ევროპული კლუბი იყო (2007-2010 წლები), 2023 წელს კი ის ლისაბონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში 37 წლის დი მარიამ 38 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 3 მილიონი ევროა.