„მხოლოდ მბაპე კლასიკოს ვერასოდეს მოიგებს“ - პეტი რეალის თამაშზე
ჰანსი ფლიკის მიერ მომზადებული „ბარსელონას“ წლევანდელი ასპარეზობა გულგრილს ვერავის ტოვებს - გარდა იმისა, რომ კატალონიურმა გრანდმა სამი ტურნირი, ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, ყველაზე პრინციპული მეტოქე „რეალი“ ოთხივე შეხვედრაში დაამარცხა, რაც დიდი ხანია არ მომხდარა. ამ სეზონში გამართული „ელ კლასიკოების“ შესახებ საკუთარი აზრი ბევრმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გამოთქვა და მათ შორის გახლდათ ემანუელ პეტი, რომელმაც სამეფო კლუბს გუნდურობა დაუწუნა.
რას ამბობს პეტი
„ბარსელონა“ – „რეალის“ თამაშები წელს სანახაობრივი კრივის ასოციაციას მიტოვებდა, როდესაც ერთი მოკრივე მეორეს გამუდმებით დარტყმებს აყენებს და ის ვერაფრით პასუხობს. ჩემი თანამემამულის, კილიან მბაპეს მიერ გატანილი უამრავი გოლის მიუხედავად, „ბლაუგრანამ“ „ბლანკოსს“ ყველა შეხვედრაში აჯობა. კილიანი მარტო „კლასიკოებს“ ვერ მოიგებს - მას საამისოდ ერთიანი გუნდი სჭირდება, რაც წელს „რეალი“ ნამდვილად არ იყო.
ემანუელ პეტიმ კარიერის მანძილზე ყველაზე დიდ წარმატებას 1998 წელს მიაღწია, როდესაც საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ფინალში ბრაზილიელებს გოლი გაუტანა.