ლიგა 1-ის კლუბი სერიოზულად ინტერესდება | ზურიკოს ახალი მსურველი ჰყავს
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-იდან გავარდა და ქართველი ფეხბურთელის მომავალი ბურუსითაა მოცული. Le Progress-მა განაცხადა, რომ დავითაშვილს რანგით მეორე დივიზიონში თამაში არ სურს და ადგილსამყოფლის გამოცვლას აპირებს.
ცნობილი ჟურნალისტის, მოჰამედ ტუბაშ-ტერის ინფორმაციით, დავითაშვილით „სტრასბურგი“ ინტერესდება. „ქართველი სტრასბურგში? დავითაშვილი კლუბისთვის სერიოზული ვარიანტია“, - წერს ჟურნალისტი X-ის საკუთარ გვერდზე.
„სტრასბურგმა“ 2024/25 წლების სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ფრანგული კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს, დავითაშვილს „ბეშიქთაშს“ უკავშირებდნენ, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.
ცნობისთვის, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა და ზურიკომ გასული სეზონი 17 საგოლე მოქმედებით დაასრულა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა იყო.