ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ლიგა 2-ში საკუთარ თავს ვერ ხედავს | დავითაშვილი სენტ-ეტიენს ტოვებს?

საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი ოფიციალურად დასრულდა და ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ბოლო ტურში, „მწვანეები“ „ტულუზასთან“ 2:3 დამარცხდნენ და 30 ქულით, მე-17 ადგილზე გავიდნენ.

„სენტ-ეტიენის“ ფიასკოს შემდეგ, ფრანგულ პრესაში დავითაშვილის მომავალზე დაიწერა. ავტორიტეტულმა გამოცემამ, Le Progress-მა უახლესი ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ ქართველი გარემარბი ზაფხულში „მწვანეების“ რიგებს დატოვებს.

Le Progress-ის მიხედვით, ზურიკო ლიგა 2-ში საკუთარ თავს ვერ ხედავს და ადგილსამყოფლის გამოცვლა სურს. დავითაშვილს რამდენიმე მსურველიც ჰყავს და ბოლო პერიოდში, ყველაზე აქტიურად მას „ბეშიქთაშს“ უკავშირებენ, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

ცნობისთვის, დავითაშვილისთვის ლიგა 1-ის 2024-25 წლების სეზონი პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე, წარმატებული იყო. მისი გუნდი გავარდა, თუმცა სადებიუტო სეზონში ლიგა 1-ის 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა, რაც 17 საგოლე მოქმედებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა