ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ვარჯიშზე ყველა ჩერდება და ტაშს უკრავს“ - ოსიმენმა კვარაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ შემტევმა, ვიქტორ ოსიმენმა ვეტერან ნიგერიელ ფეხბურთელთან, ჯონ ობი მიკელთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია.

რას ამბობს ოსიმენი:

არაჩვეულებრივი ნიჭის ფეხბურთელია. როცა სერიოზულად თამაშობს, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა შეაჩეროს მცველმა. ძალიან ძლიერი და არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. როდესაც ჩვენთან გადმოვიდა, ერთმანეთს მაშინვე გავუგეთ. გასახდელშიც კი განსაკუთრებულია და ყველას ძალიან უყვარს. იცის, როდის და სად უნდა მომცეს ბურთი და სწორედ ამის გამო გამიკეთა 8 საგოლე გადაცემა გასულ სეზონში. ის ნამდვილად განსაკუთრებული მოთამაშეა. როდესაც შეიძინეს, მე ბოლო ვიყავი, ვინც საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და ის უკვე ვარჯიშობდა და თამაშობდა, მე კი ვიჯექი, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ვინ იყო ეს ბიჭი.

ერთმანეთი ვარჯიშის შემდეგ გავიცანით, ვხვდებოდი, რომ ბურთთან მისი შეხება ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა. მოედანზე ერთმანეთთან ყოველთვის ვსაუბრობთ, ვარჯიშის პირველივე დღიდან შევქმენით მესის და სუარესის მსგავსი დუეტი, ერთმანეთს კარგად ვავსებთ. სადებიუტო გოლი პირველივე თამაშში გაიტანა, „ვერონასთან“, მე კი გოლი მასთან ერთად ვიზეიმე და მაშინვე მითხრა, რომ მეორე გოლი მე უნდა გამეტანა. ვარჯიშის დროს ის ისეთ მოძრაობებს აკეთებს და ისეთი გოლებს იტანს, რომ თანაგუნდელები ვჩერდებით და ტაშს ვუკრავთ. ჩემთვის მასთან შეთამაშება მარტივი იყო, ქიმია მაშინვე ვიგრძენით.

გასულ სეზონში, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით „ნაპოლიმ“ სერია A-ს ჩემპიონობა იზეიმა. ნიგერიელი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხვიჩა კვარაცხელია კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: გარსია გაუშვეს! - დე ლაურენტისმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა
იტალიური მედია: გარსია გაუშვეს! - დე ლაურენტისმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა