კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები ჩაიბარა - The Athletic

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ The Athletic-ი წერს.

გამოცემის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და გუნდთან მუშაობას 26 მაისიდან შეუდგება.

გავრცელებული ინფორმაციით, „პაპა კარლო“ რეალს ლა ლიგის სეზონის ბოლო თამაშის შემდეგ დატოვებს. სამეფო კლუბს კი მის ნაცვლად ჩაბი ალონსო გაწვრთნის.

აღსანიშნავია, რომ ის გახდება პირველი უცხოელი სპეციალისტი. რომელიც ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, 65 წლის იტალიელი „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა.

ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა. 65 წლის სპეციალისტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის მოულოდნელი ფრე - ინტერთან სხვაობა 1 ქულა გახდა
ნაპოლის მოულოდნელი ფრე - ინტერთან სხვაობა 1 ქულა გახდა