ვლადიმერ მამუჩაშვილი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

“საკმაოდ ძლიერი გუნდია“ - მამუჩაშვილი ორდაბასსთან მატჩზე

 ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული, ტირასპოლის „შერიფიდან“ გადმოსული ლადო მამუჩაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე წარმატებით გამოვა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.

„ჩემი კონტრაქტი ძალაში იყო კიდევ ერთი წელი, მაგრამ ქუთაისის „ტორპედომ“ დიდი ინტერესი გამოიჩინა, რის გამოც მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ტრანსფერში მონაწილეობდა – დაფასებისა და ნდობისთვის. ვეცდები, ნდობა გავამართლო.

მოლდოვის გუნდები ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ჩვენზე ბევრად მეტჯერ მოხვდნენ. მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ჩემპიონატის დონე მოლდოვაში უფრო მაღალია. რაღაც პლუსები აქვთ, რაღაცებით კი საქართველოს ეროვნული ლიგა უფრო წინაა. იქ თამაშების ტემპი ოდნავ უფრო მაღალი და ხისტია. ჩვენს ეროვნული ლიგაში კი ტექნიკურად ბევრად წინ ვართ და უფრო შემოქმედებითი მოთამაშეები გვყავს.

კონფერენს ლიგაზე „ორდაბასს“ ვხვდებით, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია. თუმცა ვთვლი, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქეზე ნაკლები დადებითი მხარე არ აქვს. შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. რა თქმა უნდა, სახლში უპირატესობა „ტორპედოს“ ექნება და ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლადო მამუჩაშვილმა.

წყარო - 1TV SPORT

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები