დიოგუ ჟოტა
Aa
Aa

ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად | უიმბლდონზე დრესკოდი იცვლება

უიმბლდონის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დიოგუ ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგონ. „ლივერპულისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა და ესპანეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ჟოტას ხსოვნას პატივი სპორტული სამყაროს ბევრმა წარმომადგენელმა მიაგო და The All England Lawn Tennis Club-ი მათ რიგებს შუერთდება. უიმბლდონზე უმკაცრესი დრესკოდი მოქმედებს და ჩოგბურთელებს მხოლოდ თეთრი ფერის ტანსაცმელი აცვიათ, მაგრამ მომდევნო წრიდან, შეზღუდვა მოიხსნება.

Mirror-ის ინფორმაციით, ჩოგბურთელებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგონ, უფლებას მისცემენ, შავი სამკლავურით ითამაშონ. ამ ინიციატივის ავტორი პორტუგალიელი ჩოგბურთელი, ფრანცისკო კაბრალი იყო და მისი იდეა ორგანიზატორებმა აიტაცეს.

28 წლის ფეხბურთელი თავის ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად ესპანეთში, ზამორას პროვინციაში იმყოფებოდა. მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ანდრე ჟოტაც - ის ასევე ფეხბურთელი იყო და პორტუგალიური „პენაფიელის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიაზე ტყუილი თქვა და გააკრიტიკეს | კორმიემ ბოდიში მოიხადა
ილიაზე ტყუილი თქვა და გააკრიტიკეს | კორმიემ ბოდიში მოიხადა