ხვიჩა კვარაცხელია, ჩაბი ალონსო, გონსალო გარსია
Aa
Aa

კვარა რეალის წინააღმდეგ | სამეფო კლუბმა დორტმუნდი დაამარცხა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა მადრიდის „რეალმა’’ ნიკო კოვაჩის „დორტმუნდს’’ 3:2 მოუგო და ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.

ანგარიში მე-10 წუთზე 21 წლის გონსალო გარსიამ გახსნა, საგოლე პასი არდა გიულერის ანგარიშზეა. მეორე გოლისას მარჯვენა ფლანგზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა იაქტიურა, მისი გადაცემისას რიკოშეტი იყო, საჯარიმოში ყველას ფრან გარსიამ აჯობა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე მაქსიმილიან ბაიერმა ანგარიში შეამცირა, ერთ წუთში გიულერის პასით მბაპემ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. მე-5 დამატებულ წუთზე „რეალი'' 10 ფეხბურთელით დარჩა, მსაჯმა მოედნიდან ჰუისენი გააძევა. მე-8 დამატებულ წუთზე გირასიმ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:2.


მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი პსჟ-სა და „რეალს'' შორის 9 ივლისს გაიმართება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის „რეალის'' წინააღმდეგ კარიერაში მესამედ ვიხილავთ. „ნაპოლიში'' ყოფნისას ჩემპიონთა ლიგაზე „სამეფო კლუბის'' წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა, ორივე მატჩი ქართველი ფეხბურთელის გუნდისთვის წარუმატებელი იყო.

ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხუთივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მის აქტივში 2 საგოლე პასი (მადრიდის „ატლეტიკოსთან'') და 1 გოლია („სიეტლთან'').

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ნოიერმა რთული დარტყმა აუღო | 9-კაციანი პსჟ-ს გამარჯვება ბაიერნთან
კვარას ნოიერმა რთული დარტყმა აუღო | 9-კაციანი პსჟ-ს გამარჯვება ბაიერნთან