ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ჩაბი ალონსო რეალში ინიშნება | ფაბრიციო რომანო დეტალებზე წერს

მადრიდის „რეალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტის ჩაბი ალონსო ჩაანაცვლებს.

რომანოს ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი „სამეფო კლუბთან“ 2028 წლამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს. ანჩელოტის გამოსამშვიდობებელი ცერემონია უახლოეს დღეებში გაიმართება და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდს სწორედ ალონსო უხელმძღვანელებს.

„რეალს ყოველთვის უნდოდა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდის თავკაცი ალონსო ყოფილიყო. მადრიდელებს ასევე სურთ, ტურნირზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ითამაშოს“, - წერს ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი.

ცნობისთვის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. ჯგუფურ ეტაპზე, „რეალის“ მეტოქეები“ „ზალცბურგი“, „პაჩუკა“ და „ალ-ჰილალი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა