პსჟ, მანუელ ნოიერი, ჯანლუიჯი დონარუმა, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

“ეს უგუნურებაა“ - ნოიერმა დონარუმა გააკრიტიკა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა მიუნხენის ბაიერნი უმძიმეს ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ჯამალ მუსიალამ ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების შემდეგ, უმძიმესი ტრავმა მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, რეკორდმაისტერის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა დონარუმა გააკრიტიკა.

რა თქვა ნოიერმა?

„ეს იყო ისეთი სიტუაცია, როდესაც ასე არ უნდა ითამაშო. ეს უგუნურებაა. დონარუმამ მოწინააღმდეგის დაზიანების რისკი არ გაითვალისწინა. მასთან მივედი და ვუთხარი: „არ გინდა ჯამალთან მიხვიდე და პატივისცემის ნიშნად გაამხნევო და წარმატება უსურვო?“ -  საბოლოოდ ის ასე მოიქცა. სამართლიანობა ყოველთვის აუცილებელია. მის ადგილზე მე სხვანაირად ვიმოქმედებდი.“

იტალიის ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის კარის დარაჯმა ჯანლუიჯი დონარუმამ მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში მუსიალას მიმართ გამამხნევებელი პოსტი გამოაქვეყნა.

დონარუმა:

„ჩემი ყველა ლოცვა და კეთილი სურვილი შენთანაა ჯამალ“.

მსგავსი სიახლეები