„მას ალის მენტალიტეტი აქვს, ილია ახალი ნეოა“ - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი
ილია თოფურიას, რომ კრივი ძალიან უყვარს და სამომავლოდ ძალების მოსინჯვასაც გეგმავს, ეს უკვე ცნობილი ამბავია. „ელ მატადორს“ უკვე ადარებენ მაიკ ტაისონს და მუჰამედ ალის, რადგან მისი დარტყმებისთვის გაძლებას ვერავინ ახერხებს.
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, კვინტონ „რემპეიჯ“ ჯექსონი ამბობს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ თოფურია დაუმარცხებელი იყო, მაგრამ იცოდა, რომ არსებობდა რაღაც, რაც ესპანელს UFC-ის დანარჩენი წევრებისგან განასხვავებდა.
„თოფურიას შესახებ ის ნაწილი, რომელსაც ბევრი ადამიანი უგულებელყოფს, არის მისი მენტალიტეტი. ჯანდაბა, მე ბევრი ასეთი მებრძოლი არ მინახავს. ის ისეთია, როგორიც მუჰამედ ალი იყო, რომელიც წინასწარ ასახელებდა, თუ რომელ რაუნდში გათიშავდა მეტოქეს და ამას აკეთებდა.
თოფურია ახალი ნეო (მატრიცა) არის. გეუბნებით, მან ისეთი რამ იცის, რის ცოდნასაც მეც ვისურვებდი“.
- განაცხადა ჯექსონმა Jaxxon Podcast-ში.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია რამდენიმე წლის შემდეგ კრივში გადასვლას უმიზნებს და ლეგენდარულ კანელო ალვარესთან ბრძოლა სურს.