ბაიერნმა სირთულეები შეგვიქმნა, გამარჯვებით ბედნიერი ვარ | ენრიკეს კომენტარი
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ-მ ატლანტაში, „მერსედეს ბენცზე’’ მიუნხენის „ბაიერნს’’ 2:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ანგარიში 78-ე წუთზე დუემ გახსნა. 83-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან პაჩო გააძევა, მეორე დამატებულ წუთზე - ლუკას ერნანდესი. 9 ფეხბურთელით დარჩენილმა პარიზულმა გუნდმა მე-7 დამატებულ წუთზე შეაგდო, ჰაკიმის საგოლე პასით დემბელემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ DAZN-თან ისაუბრა.
„დიდებული ოპონენტის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც სირთულეები შეგვიქმნა. შედეგით ბედნიერები ვართ.
ამაყი ვარ, მხარს ბევრი გულშემატკივარი გვიჭერდა. გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურს. რთულია როცა მატჩის მიწურულს თავს ერთი ფეხბურთელით ნაკლებით იცავ.
„ბაიერნმა’’ ძალიან კარგად ითამაშა, გამარჯვების მოპოვება შეეძლო.
მსაჯობა? არაფრის თქმა მსურს, მაგრამ პირველი გაძევებისას უცნაური გრძნობა იყო. ვფიქრობ, წითელი ბარათი ნამდვილად იყო, მაგრამ მეორე გაძევების ეპიზოდზე იგივეს ვერ ვიტყვი. არ ვარ დარწმუნებული, რომ წითელი ბარათი ნამდვილად იყო’’.
პსჟ - ბაიერნის მიმოხილვა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ მადრიდის „რეალსა'' და „დორტმუნდს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფრანგული კლუბი ნახევარფინალურ შეხვედრას 9 ივლისს გამართავს, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.