ლიონელ მესი
Aa
Aa

დარჩენა გადაწყვეტილია - მესისთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია

ლიონელ მესის „ინტერ მაიამიში“ დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია - ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ცნობილმა ჟურნალისტმა გასტონ ედულმა გაავრცელა. რამდენიმე კვირის წინ მხარეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული და 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ფლორიდულ კლუბთან 2025 წლის დეკემბრამდე მოქმედ კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

ვარაუდობდნენ, რომ „ელ მონგოლიკო“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან „ინტერ მაიამის“ ნაადრევად გამოვარდნის გამო, MLS-ის დონით უკმაყოფილო დარჩებოდა და ევროპაში დაბრუნდებოდა, რაც 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკეთესად მომზადების საშუალებას მისცემდა. თუმცა, როგორც ჩანს, მაიამის გუნდის მფლობელმა დევიდ ბექჰემმა არგენტინელის დარწმუნება მოახერხა და მუნდიალის წინა პერიოდს მესი ისევ მის გუნდში გაატარებს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 17 შეხვედრაში თავი 11 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თანაგუნდელები ქანდაკებებს ჰგვანან“ | ზლატანმა მესი დაიცვა
„მისი თანაგუნდელები ქანდაკებებს ჰგვანან“ | ზლატანმა მესი დაიცვა