ვეცდებით ქომაგებს იმედები არ გავუცრუოთ | დავითაშვილი სანაკრებო მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 2 სექტემბერს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა ზურიკო დავითაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა.
ზურიკო დავითაშვილი: "ყოველთვის ველოდებით სანაკრებო პაუზას. ერთმანეთის ნახვა, საქართველოში თამაში ძალიან გვიხარია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მაქსიმალურად მომზადებული ვართ. მეტოქეები მაღალი დონის გვყავს და ყვეალფერი სტადიონზე გადაწყდება. მაყურებელთან ერთად თავს არ დავზოგავთ. მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება და ვეცდებით, რომ იმედები არ გავუცრუოთ ჩვენს გულშემატკივარს. თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან რთული თამაში გველის. მოლოდინი გაზრდილია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ვარჯიშებზე, უნდა გადავიტანოთ სტადიონზე და სასურველ შედეგს მივიღებთ".
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთისა (4 სექტემბერი, 20:00) და ბულგარეთის (7 სექტემბერი, 17:00) ნაკრებებს უმასპინძლებს.