11 მილიონი წელიწადში - ფენერბაჰჩემ ედერსონის ტრანსფერი დაადასტურა
ედერსონი „ფენერბაჰჩეში“ წელიწადში 11 მილიონ ევროს მიიღებს.
თურქულმა კლუბმა „მანჩესტერ სიტიდან“ 32 წლის მეკარის გადასვლა ოფიციალურად დაადასტურა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრანსფერის დასასრულებლად სტამბოლში უკვე ჩავიდა.
Fanatik-ის ინფორმაციით, ედერსონი „ფენერბაჰჩესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ 1 სეზონით გაგრძელების ოფციით.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ქალაქელების“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა. ინგლისური კლუბის შემადგენლობაში მან 372 მატჩი ჩაატარა.
გეტყვით ასევე, „სიტიმ“ ედერსონის შემცვლელად ჯანლუიჯი დონარუმა შეარჩია, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა. მის სანაცვლოდ კლუბი 35 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც დამატებით 4 მილიონი ევროს ბონუსი დაემატება.