ლიონელ მესი
Aa
Aa

„რით დაიმსახურა ეს ყველაფერი?“ - მესის კრიტიკოსი გამოუჩნდა

24 ივნისს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლიონელ მესის 38 წელი შეუსრულდა და დაბადების დღე მშობლიურმა კლუბმა „ნიუელსმა“ ორიგინალური საჩუქრით მიულოცა. ამ კლუბის საშინაო არენის ერთ-ერთ ტრიბუნას „ელ მონგოლიკოს“ სახელი მიენიჭა, რითაც გუნდის ყოფილი დამრიგებელი ხუან ლიოპი უკმაყოფილო დარჩა და ადგილობრივი Radio 2-ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ერთი შეკითხვა მაქვს: რა გააკეთა მესიმ „ნიუელსისთვის“? მთელი მსოფლიო შეიშალა და ყველა მარკეტინგულ გათვლებზეა გადასული. დიახ, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება დიეგო მარადონაზეც, რომლის სახელობის ტრიბუნაც ასევე არსებობს „ნიუელსის“ საშინაო სტადიონზე. ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმები, რადგან მესიმდე და მესის შემდეგაც ამ გუნდის ისტორიაში მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, რომელთაც კლუბს არგენტინის ჩემპიონატი მოაგებინეს“.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ნიუელს ოლდ ბოისის“ აკადემიაში ხუთი წელიწადი გაატარა, რის შემდეგაც 13 წლის ასაკში, კარლეს რექსაჩის უშუალო რეკომენდაციითა და ჩარევით, „ბარსელონაში“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა დროის საუკეთესო არგენტინელიც არ არის“ - მორგანმა მესიზე ისაუბრა
„ყველა დროის საუკეთესო არგენტინელიც არ არის“ - მორგანმა მესიზე ისაუბრა