არდა გიულერი
Aa
Aa

„კარგად ვითამაშეთ, სამი ქულა ავიღეთ“ | გიულერისა და მიულდურის კომენტარები

თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, არდა გიულერმა და მერთ მიულდურმა საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასეს. „ჯვაროსნები“ მეტოქესთან 2:3 დამარცხდნენ და თურქების თქმით, მთავარი სამი ქულის აღება იყო.

„დეჟა ვუ მქონდა, თუმცა სულერთია გოლს ვინ გაიტანს. მთავარია, რომ ჯგუფური ეტაპი კარგად დავიწყეთ და სამი ქულა ავიღეთ. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და მაქსიმალურად დაიხარჯა. ბედნიერი ვართ და იმედია, ესპანეთთანაც ასე ვითამაშებთ“, - აღნიშნა მიულდურმა.

„ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველო მხოლოდ ჩვენთან დამარცხდა და დღესაც მოვუგეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოვიპოვეთ სამი ქულა, რომლის აღებაც გვინდოდა. ამ გამარჯვებას თურქ ხალხს ვუძღვნით და გვინდა, მათი გაბედნიერება განვაგრძოთ“, - დასძინა გიულერმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები მომდევნო შეხვედრას ესპანეთთან გამართავს, ჩვენ კი ბულგარეთს დავუპირისპიდებით. სტუმართა მხრიდან მხრიდან დუბლი მიითვალა კერემ აქთიურქოღლუმ, ხოლო პირველი გოლი მერთ მიულდურის ანგარიშზეა. „ჯვაროსნების“ რიგებში გოლები ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება | საქართველო VS თურქეთი
ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება | საქართველო VS თურქეთი