დიოგო ჟოტა
Aa
Aa

ჟოტას ხელფასი ოჯახს - ლივერპულის დიდსულოვანი საქციელი

ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი დიოგო ჟოტას კონტრაქტის ვადა  „ლივერპულთან“ 2027 წლის ზაფხულში იწურებოდა და მერსისაიდული გრანდის ხელმძღვანელებმა დიდსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს - ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხელფასს პორტუგალიელი ნახევარმცველის ოჯახს ჩაურიცხავენ და გარდა ამისა, მის შვილებს სწავლის ფულს მთლიანად გადაუხდიან.

ჟოტასთან დაკავშირებულმა ტრაგედიამ „ლივერპულის“ წინასასეზონო მზადებაშიც სერიოზული კორექტივები შეიტანა - კლუბი 4 ივლისს უნდა შეკრებილიყო, თუმცა მომხდარის გამო, ფეხბურთელებს დამატებითი დასვენების დღეები მისცეს და მზადების დაწყება 7 ივლისისთვის გადაიდო. 13 ივლისს უკვე „პრესტონთან“ საკონტროლო მატჩია დაგეგმილი, რის შემდეგაც „წითლები“ იაპონიასა და ჰონგ-კონგში აზიური ტურნეს ფარგლებში გაემგზავრებიან.

ცნობისათვის, დიოგო ჟოტა თავის ძმა ანდრესთან ერთად, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. მათ დღეს, პორტუგალიაში მდებარე მშობლიურ ქალაქ გონდომარში დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად | უიმბლდონზე დრესკოდი იცვლება
ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად | უიმბლდონზე დრესკოდი იცვლება