ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას ნოიერმა რთული დარტყმა აუღო | 9-კაციანი პსჟ-ს გამარჯვება ბაიერნთან

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ-მ ატლანტაში, „მერსედეს ბენცზე’’ მიუნხენის „ბაიერნს’’ 2:0 მოუგო. ანგარიში 78-ე წუთზე დუემ გახსნა. 83-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან პაჩო გააძევა, მეორე დამატებულ წუთზე - ლუკას ერნანდესი.  9 ფეხბურთელით დარჩენილმა პარიზულმა გუნდმა მე-7 დამატებულ წუთზე შეაგდო, ჰაკიმის საგოლე პასით დემბელემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას მანუელ ნოიერმა რთული დარტყმა აუღო, გერმანელი მეკარე ბრწყინვალე ფორმაშია, რაც ამ მატჩში არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა გერმანელი ერთხელ შეცდა, არაზუსტი გადაცემა შეასრულა, ბურთი კვარას მოარტყა, კვარასა და ნოიერის ორთაბრძოლის შემდეგ დემბელემ კარისკენ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები

 

ქართველი გარემარბი 84-ე წუთზე ბერალდომ შეცვალა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხუთივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მის აქტივში 2 საგოლე პასი (მადრიდის „ატლეტიკოსთან'') და 1 გოლია („სიეტლთან'').

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ მადრიდის „რეალსა'' და „დორტმუნდს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფრანგული კლუბი ნახევარფინალურ შეხვედრას 9 ივლისს გამართავს, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პსჟ-ბაიერნის მიმოხილვა


მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
5 ივლისის სატრანსფერო ზონა
5 ივლისის სატრანსფერო ზონა