ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

„გუნდში მეომრები გვყავს“ | ნასერ ალ-ხელაიფი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უკვე მეოთხედფინალშია და მისი მეტოქე „ბაიერნი“ იქნება — მატჩი 5 ივლისს გაიმართება.

„ფეხბურთელები, მწვრთნელები... ყველანი მოტივირებულები ვართ. ამ გუნდით ვამაყობ. ბიჭები ნამდვილი მეომრები არიან — გუნდში 24 მეომარი გვყავს, რომლებიც მთავარი მწვრთნელისთვის იბრძვიან. ისინი ყველა შეხვედრაში მაქსიმალურად მოტივირებულები არიან და სურთ, რაც შეიძლება შორს გავიდნენ.

ჩემი ფეხბურთელების მჯერა. ჯერჯერობით ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მეოთხედფინალში ვართ და თითოეულ მატჩს ინდივიდუალურად ვუდგებით. წარმატების შემთხვევაში, ნახევარფინალში რთული მეტოქე გველის, თუმცა, როგორც ხვალ, ისე მომდევნო თამაშებში, ჩემი გუნდის მჯერა. ჩვენი მიზანია, ეს ტურნირი საუკეთესო შედეგით დავასრულოთ. რაც შეეხება რეალსა და მბაპეს ნახევარფინალში — თუ გავალთ, მეტოქეზე ამის შემდეგ ვილაპარაკებთ.“

შეგახსენებთ, რომ Opta-ს მიხედვით, ტურნირის მოგების ყველაზე დიდი შანსი „ჩელსის“ აქვს. კერძოდ, „არისტოკრატების“ გამარჯვების ალბათობა 26,8%-ია. მეორე ადგილზე „პარი სენ ჟერმენია“ - პარიზელების მოგების შანსი 24,9%-ია, მადრიდის „რეალს“ კი გამარჯვების ალბათობას 16,9% აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომამ უარი მიიღო | ბოლო ინფორმაცია გიორგი მიქაუტაძეზე
რომამ უარი მიიღო | ბოლო ინფორმაცია გიორგი მიქაუტაძეზე