იამალი: „რეალის არ გვეშინია და ამიტომაც ვამარცხებთ“
წლევანდელ სეზონში ოთხივე „ელ კლასიკო“ „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა და ოთხივე შემთხვევაში ჰანსი ფლიკმა კარლო ანჩელოტის ტაქტიკური დუელი პირწმინდად მოუგო, რაც მსგავსი პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაში ნამდვილად იშვიათი მოვლენაა. რის ხარჯზე შეძლო კატალონიურმა გრანდმა კასტილიურის დაჩაგვრა, ამის შესახებ „ბლაუგრანას“ ახალგაზრდა ლიდერმა, ლამინ იამალმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„პირადად ჩემთვის და ნებისმიერი ბარსელონელისთვის ყოველთვის უსიამოვნოა კლასიკოში დამარცხება. გასულ სეზონში ჩვენ „რეალის“ ძლევა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია და ამ წელს ყველაფერი გავიღეთ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეგვეცვალა. იცით რაშია წარმატების საიდუმლო? ჩვენ არ გვაქვს ის შიში, რის ფონზეც სხვა გუნდები სამეფო გუნდს ეთამაშებიან. ჩვენ ყოველთვის ვთვლით, რომ „რეალზე“ უკეთესები ვართ და მოედანზე გავდივართ საიმისოდ, რომ თამაშით სიამოვნება მივიღოთ“.
ცნობისათვის, 17 წლის ლამინ იამალის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 57 შეხვედრაში 17 გოლი და 21 საგოლე პასია.