ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ლევერკუზენი შესაძლოა ადი ჰიუტერმა ჩაიბაროს

„ლევერკუზენი“ შესაძლოა ადი ჰიუტერმა ჩაიბაროს, რომელიც ამჟამად „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელია. ამის შესახებ L'quipe წერს.

გამოცემის ცნობით, გერმანული კლუბი ავსტრიელ მწვრთნელი პროფესიონალს ხედავს, რომელსაც იმ დონის შენარჩუნება შეუძლია, რომელსაც ჩაბი ალონსო ტოვებს.

ჰიუტერი „მონაკოში“ 2023 წლიდან მუშაობს და თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ გაიყვანა. მისი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა მოქმედი.

შეგახსენებთ, რომ ალონსო მადრიდის „რეალში“ ინიშნება. ესპანელი სპეციალისტი სამეფო კლუბთან 2028 წლამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს.

კარლო ანჩელოტის გამოსამშვიდობებელი ცერემონია უახლოეს დღეებში გაიმართება და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდს სწორედ ალონსო უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები | რეიტინგში პირველი ხვიჩა კვარაცხელიაა
მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები | რეიტინგში პირველი ხვიჩა კვარაცხელიაა