ემპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თამაშში მუხტი შემოიტანა, თუმცა...“ იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ემპოლის“ შეხვდა და სენსაციურად, 0:1 დამარცხდა.

რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე 54-ე წუთზე, ელიფ ელმასის მაგივრად შეუშვა. შეხვედრის მიწურულს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ხვიჩას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა, სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა, საპასუხო შეტევაში კი „ემპოლიმ“ გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.

ხვიჩას ყველა მომენტი ემპოლისთან:

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა იტალიურმა სააგენტოებმა ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასეს.

რას წერენ იტალიურ მედიაში:

Calcionapoli1926 – 6 ქულა: თამაშში შოკი შემოიტანა, თუმცა, ბერიშამ ორჯერ არ მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა.

Calcionapoli 24 – 6 ქულა: დაღუპულთა რიცხვში, რომელიც მოედანზე იყო, საკმარისი აღმოჩნა, რომ ერთი დრიბლინგით საუკეთესოთა შორის ყოფილიყო. ბერიშას რამდენჯერმე დაემუქრა, თუმცა, „ემპოლის“ მეკარემ აჯობა.

TuttoNapoli – 6 ქულა: შემოვიდა და თავისი თამაშით დაცვის შერყევა შეძლო, თუმცა, ბერიშამ სასწაულები ჩაიდინა.

Napolimagazine – 6.5 ქულა: ჩვეული დრიბლინგები და ბლოკირებული დარტყმები. გოლის გასატანად ცოტა დააკლდა.

Sport.Virgilio – 5.5 ქულა: მოედანზე დიდი ენთუზიაზმით შემოვიდა, მაგრამ უფრო მეტი გააფუჭა, ვიდრე მოიგონა. მის წინ დაუმარცხებელი ბერიშა იდგა.

12 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 6 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში კი 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. დიდი შანსია, რომ „პარტენოპეის“ მე-5 ადგილოსანმა „ატალანტამ“ გადაასწროს, რომელსაც მე-12 ტურში თავისი მატჩი ჯერ არ გაუმართავს.

რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 ნოემბერს, სტუმრად „ატალანტასთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი რეალთან - მამარდამ სანტიაგო ბერნაბეუზე 5 ბურთი გაუშვა
მარცხი რეალთან - მამარდამ სანტიაგო ბერნაბეუზე 5 ბურთი გაუშვა