იამალმა ბელინგემს წაკბინა | მუნიოსმა შეურაცხყოფების გამო კომენტარები დაბლოკა
ლა ლიგის 35-ე ტურში გამართული „ელ კლასიკო“ „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა. „ბლაუგრანამ“ „რეალი“ 4:3 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
მატჩის შემდეგ, „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელს, ვიქტორ მუნიოსს „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე კომენტარების გათიშვა მოუწია. 4:3-ზე, „რეალის“ 21 წლის მოთამაშეს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა და მის მიმართ, უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა, რის გამოც, მუნიოსმა ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.
„ელ კლასიკოს“ შემდეგ, გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში ლამინ იამალიც მოექცა. „ბლაუგრანას“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „რაიანი აცრილია (ეს პოსტიც მოიწონე)“.
იამალის პოსტის პირველი ნაწილი, რამდენიმე დღის წინ მომხდარს უკავშირდება, რომლის დროსაც, ავტოგრაფის მსურველმა ფანებმა იამალის სახელი არ იცოდნენ და მას ლამინის ნაცვლად, „რაიანს“ ეძახდნენ. მეორე ნაწილს რაც შეეხება, პოსტის მოწონებით „ბლაუგრანას“ გარემარბმა ჯუდ ბელინგემს წაკბინა. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, „ინტერთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, ბელინგემმა „ნერაძურის“ მცველის, ალესანდრო ბასტონის პოსტი მოიწონა და იამალმა მოუწოდა, იგივე გაეკეთებინა.