ფლორიან ვირცი
Aa
Aa

ბაიერნმა ვირცის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

„ბაიერნმა“ ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენელებს სურთ, რომ „ლევერკუზენის“ 22 წლის მცველი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე გაიფორმონ.

გავრცელებული ცნობით, „ლევერკუზენი“ შეეცდება ვირცი მინიმუმ შემდეგ სეზონამდე შეინარჩუნოს და მის სანაცვლოდ შესაძლოა 150 მილიონამდე ევრო მოითხოვოს.

მანამდე მედიაში დაიწერა, რომ „ბაიერნი“ აპირებს გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში ვირცმა ბუნდესლიგაში 44 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა