ფლორიან ვირცი
Aa
Aa

250 მილიონი ევრო ვირცისთვის | ბაიერნი სუპერშეთავაზებას ამზადებს

„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მუშაობს. გამოცემა L’Equipe-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მიუნხენური კლუბი ახალგაზრდა გერმანელის ტრანსფერს „პრინციპის საკითხად“ მიიჩნევს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, აპრილში ბაიერნის ყოფილ პრეზიდენტს, ული ჰიონესს ვირცის მამა ესტუმრა და ეს მათი პირველი შეხვედრა არ ყოფილა.

რაც შეეხება „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას, დირექტორები კრისტოფ ფროინდი და მაქს ებერლი ვირცთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ. მათი უპირველესი ამოცანა რამდენიმე ფეხბურთელის (კომანი, კიმი, ბოეი, პალინია, გნაბრი, გორეცკა, გერეირო) გაყიდვაა. ამ გზით მიუნხენური კლუბი ვირცის შესაძენად საჭირო თანხის მობილიზებას გეგმავს იმის ფონზე, რომ ჯამალ მუსიალას, იოზუა კიმიხისა და ალფონსო დევისის კონტრაქტების გახანგრძლივება კლუბის ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი დაუჯდა.

რაც შეეხება „ლევერკუზენის“ პლეიმეიკერს, მისი ტრანსფერი შესაძლოა „ბაიერნის“ ისტორიაში რეკორდული აღმოჩნდეს. საუბარია 250 მილიონ ევროზე, საიდანაც 125 მილიონს „ფარმაცევტებს“ გადაუხდიან, 125 მილიონს კი ფეხბურთელი 5 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ალბათობით „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო ზაფხულში კლუბს დატოვებს და „რეალს“ ჩაიბარებს. „სამეფო კლუბი“ ასევე დაინტერესებულია ვირცის შეძენით და გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა ნაცნობ მწვრთნელთან მუშაობის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიულერს საშინლად მოექცნენ“ - ყოფილი ბაიერნელი აღშფოთებულია
„მიულერს საშინლად მოექცნენ“ - ყოფილი ბაიერნელი აღშფოთებულია