რაფინია დიასი
Aa
Aa

რაფინია ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

ბრაზილიელი ვინგერი, რაფინია და „ბარსელონა“ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებენ. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მხარეები ჯერ კიდევ რამდენიმე დეტალზე უნდა შეთანხმდნენ, მათ შორის გამოსასყიდის ოდენობაზე.

როგორც მოსალოდნელია, 28 წლის ფეხბურთელთან ახალი შეთანხმება 2029 წლამდე იქნება გათვლილი. ამასთან, რაფინია „ბარსას“ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

მიმდინარე სეზონში, რაფინიამ ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 25 ასისტი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ბლაუგრანაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს, კონტრაქტი კი 2027 წლის ივნისამდეა მოქმედი. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკმა ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა | რომანო
ფლიკმა ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა | რომანო