ტაისონ ფიური, ფრენსის ნგანუ, ლენოქს ლუისი
Aa
Aa

ფიურის ეს ერთხელაც არ გაუკეთებია - ლენოქს ლუისი ნგანუს აქებს

საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელის, ტაისონ ფიურისა და UFC-ის მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონის, ფრენსის ნგანუს დაპირისპირება გაიმართა. გულშემატკივრებმა საოცარი ბრძოლა იხილეს და ნგანუს გამოსვლამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. საბოლოოდ, საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა და მათი ვერდიქტი ფიურის სასარგებლოდ იყო - 94:95, 96:93, 95:94. სოციალურ ქსელებში მსაჯების გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კრივის ექსპერტთან ნაწილი თვლიდა, რომ ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუმცა, ფაქტია, რომ „მტაცებელმა“ ყველა გაგვაოცა და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს!

ამ შეხვედრაზე არაერთმა ცნობილა ფიგურამ ისაუბრა, მათ შორის მაიკლ ტაისონმა და ლენოქს ლუისმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

მაიკლ ტაისონი: „ჩემი აზრით, ვინ მოიგო ბრძოლა? ნგანუმ? კარგი, მეც ასე ვფიქრობ. ნგანუს გამარჯვება მოჰპარეს? არა, არ ვფიქრობ რომ ეს ძარცვა იყო, მაგრამ ბრძოლის შედეგს ყველა ვხედავთ''.

ლენოქს ლუისი: „შეხვედრა ტაისონ ფიურიმ მოიგო, თუმცა ფრენსის ნგანუმ გამაკვირვა სიმშვითა და მოთმინებით. ამ ბრძოლაში ტაისონის სისუსტე დისციპლინა იყო. ფიურიმ კარგად იცის, რომ დაღლილ მეტოქეს ტანში უნდა ურტყა, თუმცა ნგანუს წინააღმდეგ ეს ერთხელაც არ გაუკეთებია. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, საკუთარი ძალა ვერ აჩვენა. სხვა შემთხვევაში შეხვედრას უფრო მარტივად მოიგებდა.

ლომმა ზვიგენს ჯუნგლებში შესვლისა და თითქმის გამარჯვების უფლება არ უნდა მისცეს. ამ შეხვედრის შემდეგ ნგანუს აქციების ფასმა მოიმატა. ფიურის გამარჯვება უღიმღამო იყო და მისი აქციების ფასი შემცირდა’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები