World Rugby: “საქართველოს დამარცხებით ფიჯი მეოთხედფინალს მიუახლოვდა“
Aa
Aa

World Rugby: “საქართველოს დამარცხებით ფიჯი მეოთხედფინალს მიუახლოვდა“

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველო ფიჯის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 12:17 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა World Rugby-მ აღნიშნული დაპირისპირება შეაფასა.

რას წერს World Rugby?

„ფიჯი საქართველოს დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალს მიუახლოვდა. პირველ ტაიმში საქართველო ზეწოლიდან ჩინებულად გამოვიდა, ფიჯი კი რიტმის მოსაპოვებლად იბრძოდა. ამ ყველაფერმა „ბორჯღალოსნებს“ საშუალება მისცა 9:0 დაეფიქსირებინათ.

გარდატეხა 51-ე წუთზე მოხდა, როდესაც ფიჯიმ პირველი ლელო დადო. თავი კაპიტანმა ვაისეა ნაიაკალევუმ გამოიჩინა, ხოლო გარდასახვა ზუსტად ფრენკ ლომალიმ შეასრულა. ამის შემდეგ, ფიჯის ყველაფერი უფრო გაუმარტივდა, ბოლო წუთებზე კი ლელოს გადაურჩა.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ბორჯღალოსნებს“ 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილს იკავებენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველო უელსს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ეს ჩვენი მაქსიმუმი იყო“
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ეს ჩვენი მაქსიმუმი იყო“