საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები
Aa
Aa

ზედიზედ მე-5 გამარჯვება! საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონის A ჯგუფში გადავიდა

ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მეხუთე შეხვედრაში საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ტაილანდი 15:1 გაანადგურა.

გოლების ავტორები დანილ დავიდოვი (4), არტიომ კოზიულინი (3), ტიმურ ბეშაროვი (2), კონსტატინ გავრილენკო, დანილ მეტლიუკი, მაკარ ნიკიშანინი, ალექსანდრ კირეევი, ივან შვეცოვი და ბორის კოჩკინი გახდნენ.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს ნაკრებმა ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა და ყველა მატჩის მოგება შეძლო, შედეგად ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა და მომავალი სეზონიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში თამაშის უფლებაც მიიღო.

      ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს ჰოკეისტთან ნაკრებმა ტურნირზე ტაილანდთან შეხვედრამდე, ისლანდია (4:0), ახალი ზელანდია (5:0), ბულგარეთი (8:7) და ჩინეთის ტაიპეი (3:1) დაამარცხა.

      ფოტო: საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები