ენრიკეს ბოროტი ხაფანგი და კვარას ხიფათის ფორმულა | ც9
Crystalsport-ის იუთუბ არხი ტრადიციულად მნიშვნელოვანი მატჩების, გუნდებისა და საფეხბურთო მოვლენების ტაქტიკურ ანალიზს გთავაზობთ. ამჯერად, მამუკა კუკულაძის ვიდეობლოგი „ცრუ ცხრიანი" -ი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩის ანალიზით დაბრუნდა.
„არსენალი" - პსჟ-ს პირველი რაუნდი. მიკელ არტეტას ტაქტიკური შეცდომა, თუ გამოუვალი მდგომარეობა? ლუის ენრიკეს ხაფანგი, რომელშიც ჯერ „ლივერპული" მოექცა, ახლა კი ანალოგიური შეტევით „არსენალსაც" გაუტანეს. გუნდში კვარას როლი უსაზღვროდ იზრდება. რას უნდა ველოდოთ? „ცრუ ცხრიანი" პარიზში მიდის!