საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები
Aa
Aa

მესამე გამარჯვება | საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა ბულგარეთს მოუგო

ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მესამე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა.

ალექსანდრე ვედერნიკოვის გუნდმა მეტოქე დამატებით დროში და 8:7 დაამარცხა. სამი ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფს რვა ქულით ლიდერობს. 

ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები 2 მაისს, ტაივანს, ხოლო 3 მაისს, ტაილანდს დაუპირისპირდება. პირველადგილოსანი გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;

მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;

ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბეშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიუკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;

მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოკეიში საქართველოს ნაკრებმა ისლანდია 4:0 გაანადგურა
ჰოკეიში საქართველოს ნაკრებმა ისლანდია 4:0 გაანადგურა