საქართველოს ნაკრებმა ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა
ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მეოთხე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ჩინეთის ტაიპეის დაუპირისპირდა.
ალექსანდრე ვედერნიკოვის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
4 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფს 11 ქულით ლიდერობს დ მეორე დივიზიონის A ჯგუფში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
ქართველმა ჰოკეისტებმა მანამდე ბულგარეთს 8:7, ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს.
ნაკრები 3 მაისს, ტაილანდს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;
მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;
ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბეშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიუკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;
მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.