ბორჯღალოსნები
Aa
Aa

PlanetRugby: საქართველო ძალიან შთამბეჭდავი იყო

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველო ფიჯის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 12:17 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა PlanetRugby-მ აღნიშნული დაპირისპირება შეაფასა.

რას წერს PlanetRugby?

„ფიჯი მეოთხედფინალს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მამაცი საქართველოს დამარცხების შემდეგ. წყნარი ოკეანის კუნძულელებს „ბორჯღალოსნებთან“ ბონუს ქულით მოგება სჭირდებოდათ. ამით ისინი დიდ „რვიანში“ ადგილს დაიბევებდნენ. რეალურად, ფიჯი ამ გამარჯვებით მადლობელი უნდა იყოს, რადგან პირველი ტაიმი 0:9 წააგო.

საქართველო ძალიან შთამბეჭდავი იყო. „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯის შეცდომების დაშვება აიძულეს, მაგრამ მფრინავი ფიჯის უფრო მაღალმა ხარისხმა თავისი სიტყვა თქვა. მეორე ტაიმში, რაივალუის ბიჭები დამშვიდდნენ და თამაში გააკონტროლეს.

საქართველოს დაცვის ბრწყინვალე თამაშმა მათ პირველ ტაიმში 9 ქულა მოუტანა. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 6 წლის განმავლობაში, როდესაც ფიჯიმ ტაიმი ქულის გარეშე დაასრულა.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ბორჯღალოსნებს“ 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილს იკავებენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველო უელსს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიჯის მწვრთნელი: “გაგვიმართლა, რომ პირველი ტაიმი მხოლოდ 0:9 დავთმეთ“
ფიჯის მწვრთნელი: “გაგვიმართლა, რომ პირველი ტაიმი მხოლოდ 0:9 დავთმეთ“