საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია | ყინულის ჰოკეი
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მეორე ჩვენმა ჰოკეისტებმა დივიზიონის B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და A ლიგის საგზური მოიპოვეს.
ჩვენს გუნდს თამაში ბელგიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ავსტრალიასთან, ხორვატიასა და სერბეთთან მოუწევს. ტურნირის კალენდარი და მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა.
საქართველოს ნაჯრების ჰოკეისტებმა ბულგარეთს 8:7, ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია ანგარიშით 5:0 დაამარცხეს, ხოლო ტაილანდი 15:1 გაანადგურეს.