მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„სატიტულო ჩხუბს ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ მოსაწყენია“ | შონ ომალი მერაბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „შუგამ“ ინტერვიუ UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა და ახსნა თუ რატომ არ უნდა მომდევნო ბრძოლის მერაბ დვალიშვილთან გამართვა.

„მინდა, უაღრესად საინტერესო ბრძოლები გავმართო. მინდა, რეკორდები მოვხსნა და მასშტაბური Pay per view-ები მქონდეს. ალჯამეინ სტერლინგთან რემატჩი ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს, მაგრამ ალჯოს დასაფინიშებლად 2 რაუნდი მეყო და საკამათო არც არაფერი ყოფილა.

ვიცი, რომ ქომაგებს სურთ, კორი სენდჰეგენთან ვიჩხუბო, მაგრამ ის ტრავმირებულია. მერაბ დვალიშვილი სატიტულო ბრძოლას ალბათ, ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ ამ სპორტში მთავარი მხოლოდ ეს არაა. დვალიშვილი მოსაწყენია და თან გვყავს ჩიტო (მარლონ ვერა), რომელთან რემატჩიც დივიზიონის უდიდესი ბრძოლა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მარლონ „ჩიტო“ ვერა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-6 გახლავთ და „შუგას“ კარიერაში ერთადერთი მარცხი სწორედ მან აგემა. ომალის რევანშის აღება უნდა და მიაჩნია, რომ ყველაზე დიდ ფულს ვერასთან დაპირისპირება მოუტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეჩეს თავკაცი: „ნაპოლი სრულყოფილი გუნდია, ოსიმენი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა“
ლეჩეს თავკაცი: „ნაპოლი სრულყოფილი გუნდია, ოსიმენი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა“