ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ვარჯიში გამოტოვა - მესიმ შესაძლოა ფინალში ვერ ითამაშოს

„ინტერ მაიამი“ Open Cup-ის ფინალში „ჰიუსტონ დინამოს“ დაუპირისპირდება. დევიდ ბექჰემის გუნდი ისტორიაში მეორე ტიტულის მოგებისთვის იბრძოლებს, მაგრამ შესაძლოა ეს ლიონელ მესის გარეშე გააკეთოს.

ვეტერანმა ვარსკვლავმა მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ მესის ტრავმა აღენიშნება, რომელიც მან არგენტინის ნაკრებში მიიღო. მას შემდეგ, ლეო სტადიონზე აღარ გასულა.

„ინტერ მაიამი“ იმედოვნებს, რომ 7 ოქროს ბურთის მფლობელი ფინალში გარკვეული წუთების თამაშს შეძლებს, რადგან მას გუნდზე დიდი გავლენა აქვს. ფაქტობრივად, მესისთან ერთად „ინტერ მაიამი“ არ აგებს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში დევიდ ბექჰემის კლუბმა ამერიკის ლიგის თასი მოიგო. ფინალში „ინტერ მაიამიმ“ „ნეშვილი“ დაამარცხა. 120 წუთი ფრედ 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გამოვლინდა.

ცნობისთვის, „ინტერ მაიამისა“ და „ჰიუსტონ დინამოს“ მატჩი 27 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 04:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ გოლები აკლია | ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
მხოლოდ გოლები აკლია | ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა მიმდინარე სეზონში