უეფა-მ რუსეთის 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს აკრძალვა მოუხსნა
Aa
Aa

უეფა-მ რუსეთის 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს აკრძალვა მოუხსნა

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უეფა-მ ოკუპანტ ქვეყანას თავის ყველა ასპარეზზე მონაწილეობა აუკრძალა. დღეს კი ახალი ცვლილებები გამოქვეყნდა.

ფეხბურთის მმართველი ორგანოს გვერდზე ვკითხულობთ, რომ რუსეთის 17-წლამდე კაცთა და ქალთა ნაკრებები შესარჩევ ეტაპებზე დაიშვებიან, მაგრამ მათი საშინაო მატჩები რუსეთში არ გაიმართება.

მათ ასევე აკრძალული ექნებათ ჰიმნის ჩართვა, დროშის გამოყენება და მეტიც, სათამაშო მაისურზე ქვეყნის დროშა ამოტვიფრული არ იქნება.

რას წერს უეფა?

„უეფამ იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გრძელვადიანი კონფლიქტის გამო, არასრულწლოვანთა თაობას ჩამოერთვა საერთაშორისო ფეხბურთში ასპარეზობის უფლება.

ამ მიზეზების გამო, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მცირე მოთამაშეთა გუნდები ხელახლა დაიშვებიან თავის შეჯიბრებებში ამ სეზონის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, აღმასრულებელმა კომიტეტმა სთხოვა უეფას ადმინისტრაციას შესთავაზოს ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების (როგორც გოგონების, ასევე ბიჭების) აღდგენა."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგს ბოდიში მოუხადე | თანაგუნდელების რჩევა ჯეიდონ სანჩოს
ტენ ჰაგს ბოდიში მოუხადე | თანაგუნდელების რჩევა ჯეიდონ სანჩოს