ლერი აბულაძე
Aa
Aa

ლერი აბულაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლერი აბულაძე (63 კგ.) ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

ნახევარფინალში ლერი აბულაძემ ფრანგი სტეფან კლემენტი დაამარცხა, ქართველი სპორტსმენი 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის სცენარი შეცვალა და 3:1 გაიმარჯვა.

 

ლერი აბულაძემ მერვედფინალში თურქი ბაზარი დაამარცხა (4:3), მეოთხედფინალში უკრაინელი ხრუშინის ბარიერი დაძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ მეტოქეს აჯობა.

24 წლის მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, გასული ორი ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა (2021, 2022).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები